საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი ტარდება საერთაშორისო ტურნირის წესებით, რომლებიც შეგიძლიათ ამ მისამართზე იხილოთ. თუმცა, არის რამდენიმე განსხვავება:
-
გაიმართება ორი ტური. თითო ტურში 5 სამეცნიერო ბრძოლა. Გუნდის ყველა წევრმა უნდა მოირგოს ყველა როლი. თუ რომელიმე წევრი ერთ როლს მოირგებს რამდენიმეჯერ, პერსონალურ სარეიტინგო ქულაში შევა თითოელი როლის მინიმალური საშუალო ქულა.
-
ყველა გუნდმა თითოეულ ტურში უნდა მოახსენოს 5 ამოცანა. ტურის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ყველა გუნდს უნდა ქონდეს ამოცანების სია გამოგზავნილი. პირველ და მეორე ტურებში გუნდმა უნდა მოყვეს განსხვავებული ამოცანები (ათივე ამოცანა უნდა იყოს სხვადასხვა). ტურნირის დებიუტანტ გუნდებს შეუძლიათ გვიან, მეორე ტურში ჩართვა.
-
Რეკომენდებულია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა მოირგოს ყველა როლი (მომხსენებელი, ოპონენტი, რეცენზენტი) ერთხელ. თუ გუნდის რომელიმე წევრი მოირგებს ერთ როლს ოჯერ ან უფრო მეტჯერ, მაშინ მის სარეიტინგო ქულად ჩაითვლება მინიმალური საშუალო ქულა მოცემული როლისთვის.
-
სარეიტინგო ქულები გამოითვლება ქულის შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებით:
თითო მოხსენება ეროვნულ შეჯიბრზე |
2.0 |
თითო ოპონირება ეროვნულ შეჯიბრზე |
1.0 |
თითო რეცენზია ეროვნულ შეჯიბრზე |
0.5 |
გუნდის ქულა ეროვნულ შეჯიბრზე (10 ქულაზე დასკალირებული) |
0.5 |
მოხსენება შესარჩევ ტურზე (ინგლისურად) |
3.5 |
ოპონირება შესარჩევ ტურზე (ინგლისურად) |
1.5 |
ექსპერიმენტის მოყოლა შესარჩევ ტურზე (ინგლისურად) |
1.0 |
*ვინაიდან ეროვნულ შეჯიბრზე ორი ტურია, ყველა მონაწილეს ერობნული შეჯიბრის თითო კომპონენტში (გუნდური ქულის გარდა) ორ-ორი ქულა ექნება. ეროვნული შეჯიბრის ჯამური მაქსიმალური ქულაა 75. ინგლისური ტურის ჯამური მაქსიმალური ქულაა 60.
|