ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე რეგისტრაცია დაიწყო!
ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის პირველი ტური ჩატარდება 4 და 5 თებერვალს, ხოლო მეორე ტური 3,4 და 5 მარტს. მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 15 დეკემბრამდე. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა გუნდის ხუთივე წევრის და გუნდის ხელმძღვანელის სახელების გამოგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე: gypt2023@gmail.com
ტურნირზე მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ გუნდის შემადგენლობაში იყოს 5 მოსწავლე და თითოეულს მინიმუმ ერთი ამოცანა ჰქონდეს გაკეთებული. სრულფასოვანი მონაწილეობისთვის საჭიროა თითო მონაწილეს 2 ამოცანა ჰქონდეს გაკეთებული.
ეროვნული ტურნირის დასრულების შემდეგ, ჟიური დაასახელებს ნაკრების კანდიდატებს (10-მდე მოსწავლე), რომლებიც 11-12 მარტს მოახსენებენ თავიანთ ამოცანებს ინგლისურ ენაზე. 5 საუკეთესო რეიტინგის მქონე მოსწავლე მოხვდება საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრებში და ივლისში გაემგზავრება პაკისტანში, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე.
ნაკრებში მოსახვედრად აუცილებელი პირობა იქნება ექსპერიმენტატორის ტურში მონაწილეობის მიღება (ჩატარდება ნაკრების შესარჩევთან ერთან მხოლოდ ნაკრების კანდიდატებისთვის).
შერჩეული საქართველოს ნაკრები გუნდი მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2023 წლის ივლისის თვეში გაიმართება პაკისტანის ქალაქ მიურეში. ასევე, აპრილში, ნაკრები გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც ევროპის ნაკრებ გუნდებს შეეჯიბრება საერთაშორისო ღონისძიებისთვის მოსამზადებელ ტურნირში.